logo_geo
პოლიტოლოგი: ხერსონის გათავისუფლება პუტინის რეჟიმის დასასრული იქნება
- +

31 ივლისი. 2022. 00:53

 

 

„ხერსონის გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიქტატორული რეჟიმის დასასრული იქნება. დამარცხების შემდეგ ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა ხერსონზე უკვე დაწყებულია და რუსული ჯარები იძულებულნი იქნებიან, რომ უკან დაიხიონ. 

 

„ომში წაგებული დიქტატორი დიქტატორად აღარ რჩება. კრიმინალურ სტრუქტურებში, კერძოდ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასეთი სტრუქტურაა, ნათელია, რომელიც მას ჩამოაგდებენ.

 

უკრაინელმა სამხედროებმა შეტევები უკვე დაიწყეს, HIMARS-ებითა და „ჰაუბიცებით“ განხორციელებული დარტყმების გამო კი რუსები იძულებულნი იქნებიან, რომ უკან დაიხიონ“, - განაცხადა პიონტკოვსკიმ.

 

 

big_banner
არქივი