logo_geo
„მაიმუნის ყვავილის“ გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

31 ივლისი. 2022. 10:22

 

 

ნიუ-იორკი გახდა აშშ-ის მეორე მსხვილი ქალაქი, რომელმაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი შტატში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ეპიცენტრია.

 

„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 150 000 ნიუ-იორკელი, შესაძლოა, ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშაა“, - აღნიშნულია ნიუ-იორკის მერისა და ქალაქის ჯანმრთელობის დეპარტამენტის კომისრის ერთობლივ განცხადებაში.

 

რამდენიმე დღის წინ, სან ფრანცისკო გახდა აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი