logo_geo
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წელს გაიხსნება
- +

31 ივლისი. 2022. 11:59

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ტაძარი მლოცველებისთვის და ვიზიტორებისთვის 2024 წელს გაიხსნება. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა რიმა აბდულ მალაკმა განაცხადა. წერს ფრანგული მედია.

 

„დარწმუნებულნი ვართ, რომ 2024 წელი იქნება ამ სამუშაოს დიდი ნაწილის დასრულების წელი, ტაძრის ხელახალი გახსნის წელი მლოცველებისთვის და საზოგადოებისთვის“, - თქვა აბდულ მალაკმა.

 

მე-13 საუკუნის ტაძარი 2019 წელს მას შემდეგ დაიხურა, რაც ხანძარმა მისი სახურავი დააზიანა. ტაძარი აღდგენილი იქნება ძველი დიზაინით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სახურავის კონსტრუქციასა და სარდაფებს.

 

შეგახსენებთ, 2019 წლის 15 აპრილს ადგილობრივი დროით 18:50 საათზე  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში ხანძარი გაჩნდა.

 

 

 

big_banner
არქივი