logo_geo
ესპანეთის პრემიერი კოსოვოზე: დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება საერთაშორისო სამართალს არღვევს
- +

1 აგვისტო. 2022. 20:36

 

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ალბანელ კოლეგასთან, ედი რამასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წელს სერბეთის შემადგენლობიდან გამოყოფა და ცალმხვრივი წესით კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენდა.

 

„დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება საერთაშორისო სამართალს არღვევს“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

თავის მხრივ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რომ ესპანეთის გადაწყვეტილება არ აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა გასაგებია ესპანეთის ისტორიიდან გამომდინარე და არ წარმოადგენს ალბანელების დისკრიმინაციას.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ რუმინეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საბერძნეთსა და ესპანეთს.

 

 

big_banner
არქივი