logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - საათნახევრიანი დიალოგის დროს მაკრონმა დაადასტურა საფრანგეთის სურვილი, გააგრძელოს უკრაინის არმიის მხარდაჭერა
- +

1 აგვისტო. 2022. 20:37

 

 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საათნახევრიანი დიალოგის დროს მაკრონმა დაადასტურა საფრანგეთის სურვილი, გააგრძელოს უკრაინის არმიის მხარდაჭერა.

 

მათ უკრაინის მაკროფინანსური მხარდაჭერის საკითხები და ამ პროცესში საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საფრანგეთის მონაწილეობას უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში, კერძოდ, საფრანგეთის შეერთებას უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმის განხორციელებაში.

 

პრეზიდენტებს შორის საუბარში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების თემამ. მათ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაზრდის პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.

 

 

big_banner
არქივი