logo_geo
„ნაპოლის“ პრეზიდენტი: შევქმნათ ევროპის შეერთებული შტატები, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ჭკუიდან გადასულ პუტინს
- +

3 აგვისტო. 2022. 16:37

 

 

აურელიო დე ლაურენტისმა ვრცელი ინტერვიუ მისცა „Wall Street Italia“-ს იუთუბ არხს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი შეეხო როგორც საფეხბურთო თემებსა და სპორტული ინდუსტრიის ფინანსებს, ასევე პოლიტიკურ საკითხებსა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა. კერძოდ, დე ლაურენტისმა ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე და რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

„მომავალი ჩვენი, ევროპელების სისულელემ გაართულა. რეალურად ვიყოფით გოთების, ვესტგოთების, ფრანკების და შემდეგ ანგლო-საქსების მემკვიდრეებს შორის, რომლებიც ყოველთვის გრძნობდნენ საკუთარ უპირატესობას. ჩვენ ვითომ ევროპა ვართ, მაგრამ არასოდეს გვქონია გამბედაობა, დაგვეარსებინა ევროპის შეერთებული შტატები. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი კონსტიტუცია, ერთი ვალუტა და ენა, ერთი პასუხისმგებელი მმართველი პირით“, – აცხადებს ლაურენტისი.

 

„ნაპოლის“ პრეზიდენტის თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ევროპის წინაშე მდგარი საფრთხეებია.

 

„ჩვენ მოგვიწოდეს, რომ გაგვეუქმებინა სამხედრო სამსახური, ეს სრული სიგიჟეა. ჩვენ მტკიცედ უნდა გავერთიანდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩინეთსა და პუტინს, რომელიც ჭკუიდან გადავიდა. ჩვენ უნდა გადავდგათ რამდენიმე ნაბიჯი უკან და ვიფიქროთ შეცდომებზე, შემდეგ კი გადავდგათ 10 ნაბიჯი წინ“, - განაცხადა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი