მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში „Ozon“-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია, რომ კვამლი ინტერნეტპლატფორმა „Ozon“-ის საწყობიდან ამოდის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შენობიდან ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.