logo_geo
უკრაინის დაზვერვა: „აზოველები“ მოკვლამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა
- +

3 აგვისტო. 2022. 23:16

 

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

 

როგორც უკრაინული მხარის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსულ მხარეს არ ჰქონდა განზრახული სამხედრო ტყვეების გაცვლა.

 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ აგრესორმა მხარემ განზრახ მოკლა და აწამა ტყვეები.

 

„ტყვეების დაკითხვებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროება, „ვაგნერი“ და რუსული „ეფესბე“ ატარებდნენ. დაკითხვის დროს უკრაინელ სამხედრო ტყვეებს აწამებდნენ. ასეთი ზომები, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავდა არა გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას, არამედ ბულინგის, ფიზიკური დამცირების, ფსიქოლოგიურ დემორალიზაციას“, - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში. 

 

დაზვერვამ აღნიშნა, რომ ეს დაკითხვები რეგულარულად ტარდებოდა, მაგრამ არ იყო წარმატებული, რადგან უკრაინელმა ტყვეებმა წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინეს.

 

 

big_banner
არქივი