logo_geo
აზერბაიჯანული მედია: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ლაჩინის მიმართულებით კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს
- +

3 აგვისტო. 2022. 23:44

 

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური მხარის დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Trand.az იუწყება.

 

ამავე ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურდა საარტილერიო ბატალიონი და სომხური შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი. სომეხ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

3 აგვისტოს, დილით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიურად დაბომბეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციები.

 

დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი