logo_geo
რუსეთში დაკავებულ ამერიკელ კალათბურთელს 9 წელი მიუსაჯეს
- +

4 აგვისტო. 2022. 19:42

 

 

რუსულმა სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, ამერიკელი სასამართლომ მილიონი რუბლით დააჯარიმა.

 

გრინერი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ღიად ლესბოსელი კალათბურთელია. 7 ივლისს, ბრიტნი გრინერი სასამართლოს წინაშე დანაშაულის აღიარების გადაწყვეტილებით წარდგა, რასაც აშშ-სა და რუსეთს შორის მისი გადაცემის მოთხოვნით პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაემარტივებინა.

 

შემდეგ კი გრინერმა თქვა, რომ კანაფი ბარგში შეცდომით იყო და მას არ ჰქონდა სურვილი რუსეთის კანონი განზრახ დაერღვია.

 

უცხოური მედია გრინერის შესახებ წერს, რომ ის „დიპლომატიური მძევალია“ და ამას მოსკოვი სათავისოდ იყენებს.

 

„ბრიტნი მამაცობის მაგალითს გვაძლევს. მან გადაწყვიტა აეღო სრული პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე, რადგან იცის, რომ ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითია“, - ნათქვამია ადვოკატთა განცხადებაში.

 

31 წლის გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.

 

 

big_banner
არქივი