logo_geo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი Amnesty International-ის ანგარიშზე: უკრაინელების მიერ წინააღმდეგობის გაწევის უფლების ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა გარყვნილებაა
- +

4 აგვისტო. 2022. 20:06

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ Amnesty International-ის ანგარიში ორგანიზაციის მიერ „ადეკვატურობის დაკარგვას“ ცხადყოფს, ხოლო უკრაინელების მიერ წინააღმდეგობის გაწევის უფლების ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა გარყვნილებაა.

 

„ნებისმიერი მცდელობა ეჭვქვეშ დააყენონ უკრაინელების უფლება, დაუპირისპირდნენ გენოციდს, დაიცვან თავიანთი ოჯახები და სახლები, დაიცვან თავიანთი და თავიანთი შვილების სიცოცხლე, დაუპირისპირდნენ რუსეთის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებებს, არის გარყვნილება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

ალექსეი რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც სრულყოფილად აანალიზებს და სამართლებრივ შეფასებას აძლევს ომის მოვლენებს.

 

Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

 

 

 

big_banner
არქივი