logo_geo
ჯონ კირბი: აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის მახლობლად
- +

4 აგვისტო. 2022. 21:16

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის მახლობლად“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტმა ჩინეთის სამხედრო წვრთნები, კირბიმ უპასუხა, რომ „აქ პროვოკატორი პეკინია“.

 

„ერთ-ერთი შემაშფოთებელი რამ, რაც მსგავს წვრთნებს ან რაკეტების გაშვებას ახლავს, არის გაანგარიშების რისკი, შეცდომის რისკი, რომელმაც ფაქტობრივად შეიძლება რაიმე სახის კონფლიქტი გამოიწვიოს“, - დასძინა კირბიმ.

 

 

big_banner
არქივი