logo_geo
Fox News: ფლორიდის გუბერნატორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სოროსის მიერ მხარდაჭერილი შტატის პროკურორი, რომელმაც უარი თქვა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებაზე
- +

4 აგვისტო. 2022. 21:17

 

 

ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სოროსის მიერ მხარდაჭერილი შტატის პროკურორი, რომელმაც უარი თქვა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.

 

„ჩვენ თანამდებობიდან ვათავისუფლებთ სოროსის მიერ მხარდაჭერილ შტატის პროკურორს, ენდრიუ უორენს მისი მოვალეობების უგულებელყოფის გამო, რადგან მან პირობა დადო, რომ არ დაიცავს შტატის კანონებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კანონის უგულებელყოფის პათოგენმა ფეხი მოიკიდოს ფლორიდის შტატში“, - ნათქვამია ფლორიდის შტატის გუბერნატორის ოფისის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი