logo_geo
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას შეეხება
- +

4 აგვისტო. 2022. 22:26

 

 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ, მის ქვეყანაში რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დღეს გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას შეეხება.

 

როგორც მედია წერს, ფინეთი რუსეთის ერთადერთ ევროკავშირის წევრ მეზობლად რჩება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

 

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევროკავშირში ფრენები შეჩერდა, ფინეთი სატრანზიტო ქვეყნად იქცა მრავალი რუსისთვის, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნებში გამგზავრებას ცდილობენ.

 

ფინეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენგენის რეჟიმი და ფინეთის კანონმდებლობა არ იძლევა მოქალაქეობის საფუძველზე ვიზების პირდაპირ აკრძალვას, ფინეთს შეუძლია შეამციროს ვიზის გაცემის რაოდენობა კატეგორიის მიხედვით.

 

 

big_banner
არქივი