logo_geo
თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა
- +

5 აგვისტო. 2022. 10:32

 

 

თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, ოთხივე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულებს, რომელთა შორის ორი ქალი და ორი კაცია, პირველადი დახმარება თეთრი სახლის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა აღმოუჩინეს.

 

მომხდარის გამო, დროებით დაიკეტა პარკი.

 

 

big_banner
არქივი