logo_geo
ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
- +

5 აგვისტო. 2022. 13:21

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პეკინმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესოს.

 

„ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, პელოსი დაჟინებით მოითხოვდა ტაივანში ჩასვლას, რათა სერიოზულად ჩარეულიყო ჩინეთის შიდა საქმეებში, ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევდა ერთი ჩინეთის პოლიტიკას და ემუქრებოდა ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიბეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში აშშ-ის მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.

 

 

 

big_banner
არქივი