logo_geo
რუსეთიდან 14 ბულგარელ დიპლომატს გააძევებენ
- +

5 აგვისტო. 2022. 15:08

 

 

რუსეთის ფედერაციიდან 14 ბულგარელ დიპლომატს გააძევებენ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 აგვისტოს საგარეო უწყებაში ბულგარეთის ელჩი ატანას კრისტინი დაიბარეს და მას მისიის 14 თანამშრომლისთვის „პერსონა ნონ გრატას“ სტატუსის გამოცხადების შესახებ აცნობეს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ბულგარეთიდან 70 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ იყო მიღებული . ასევე სოფიამ ქალაქ რუსეში რუსეთის საკონსულო დახურა.

 

მოსკოვმა ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ბულგარეთის მთავრობას და მის პრემიერ-მინისტრს კირილ პეტკოვს დააკისრა.

 

 

big_banner
არქივი