logo_geo
Amnesty International-ის ხელმძღვანელი: სრულად ვუჭერ მხარს უკრაინის შესახებ მომზადებულ ანგარიშში გაკეთებულ დასკვნებს
- +

5 აგვისტო. 2022. 19:38

 

 

უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სრულად უჭერს მხარს ანგარიშში გაკეთებულ დასკვნებს“. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც კალამარმა სააგენტო AFP-ს გაუგზავნა.

 

„დასკვნები ეფუძნება მტკიცებულებებს, რომლებიც შევაგროვეთ ფართო გამოძიებების დროს. ეს გამოძიებები ტარდებოდა მკაცრი სტანდარტების შესაბამისად და ისეთივე გულმოდგინებით, როგორც ეს Amnesty International-ის სხვა ანგარიშებს სჩვევია“, - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

 

Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Amnesty International-ის შერჩევითი მიდგომა დაგმო და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ცდილობს ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტირებასა და აგრესორიდან მსხვერპლზე პასუხისმგებლობის გადატანას.

 

 

big_banner
არქივი