logo_geo
ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ ოპერაციის ფონზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების გეგმა დაამტკიცა
- +

5 აგვისტო. 2022. 20:57

 

 

ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ ოპერაციის ფონზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების გეგმა დაამტკიცა.

 

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

 

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ.

 

ღაზის სექტორში ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.

 

როგორც ისრაელური მედია იუწყება, საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

 

ისრაელის არმია ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეებზე დარტყმას ავიაციისა და დრონების მეშვეობით ახორციელებს.

 

 

big_banner
არქივი