logo_geo
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი: აშშ კვლავ უხეშად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და დროდადრო ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
- +

5 აგვისტო. 2022. 21:14

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ ქვეყანა „ისტორიულად საგარეო აგრესიის მსხვერპლი იყო“.

 

„ჩინეთი ისტორიულად საგარეო აგრესიის მსხვერპლი იყო. დღეს აშშ კვლავ უხეშად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და დროდადრო ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ჩუნინგმა.

 

საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია თანმიმდევრული იყო.

 

„შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად უნდა მიიღოს და პატივი სცეს ჩინელი ხალხის ძირითად ინტერესებს და მტკიცე ნებას, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს შეადგენს“, - დასძინა ჩუნინგმა.

 

მისივე თქმით, თუ აშშ მართლაც პასუხისმგებლიანი ქვეყანაა, მას თავიდანვე უნდა აღკვეთოს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის „უპასუხისმგებლო აგრესია“ და ასევე ვაშინგტონს უნდა გაეყვანა არაერთი სამხედრო ხომალდი თუ საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც მან „ჩინეთის ზღურბლთან განალაგა“.

 

 

big_banner
არქივი