logo_geo
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ“ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა
- +

6 აგვისტო. 2022. 00:03

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ“ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, 46-მა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა, რომელთაგან 33 საჰაერო თავდაცვითი სისტემა “რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო. დანარჩენი ღია ადგილებში დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

 

თელ-ავივის მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარს ხსნის. საჰაერო განგაშის ხმა ისმის ისრაელის ქალაქ სდეროთში, აშკელონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონში და ხოლონშიც.

 

„ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც გვემუქრება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

 

ამის პარალელურად, პალესტინური მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელი ღაზას სამხრეთით ობიექტებზე საჰაერო იერიშს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების სამიზნე ისინი არიან, ვინც პასუხისმგებელია ვითარების გაუარესებაზე და არა ღაზა ან იქ მცხოვრებლები.

 

 

big_banner
არქივი