logo_geo
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება
- +

6 აგვისტო. 2022. 11:27

 

 

რუსეთში იქმნება ახალი მოხალისეთა ბატალიონი „სამარა“, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-3 არმიის კორპუსის შემადგენლობაში იქნება, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა განაცხადეს.

 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ბატალიონში 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცებს იღებენ, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო გამოცდილება  არ აქვთ.

 

ISW-ის ექსპერტები ადრე იტყობინებოდნენ რუსეთის მიერ ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში დაფუძნებული დასავლეთის სამხედრო ოლქში 15 000-კაციანი არმიის კორპუსის შექმნის შესახებ. სავარაუდოდ, კრემლი გეგმავს ამ კორპუსის შექმნას  მოხალისეთა ბატალიონებისგან.

 

„რუსეთის ფედერაციაში ომსკისა და სამარას რაიონებში ახალი ბატალიონები იქმნება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

 

რუსეთის ფედერაციის ომსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბუტკოვმა განაცხადა, რომ მისი რეგიონი აგრძელებს სამი ასეთი ბატალიონის შექმნას. მოხალისეებმა რუს სამხედროებს უნდა გაუწიონ საინჟინრო, სამედიცინო და ლოგისტიკური დახმარება. ბუტკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობა ახალწვეულებს ერთჯერად 100 000 რუბლს გადაუხდის (დაახლოებით 1,612 აშშ დოლარი), მაგრამ დააკონკრეტა, რომ თანხები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამი თვის სამსახურის შემდეგ.

 

 

 

big_banner
არქივი