logo_geo
თეთრ სახლთან მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა
- +

6 აგვისტო. 2022. 12:36

 

 

თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

გარდაცვლილთაგან ორი 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც დედაქალაქს მათი ქორწინების 56-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ. მესამე გარდაცვლილი კი, 29 წლის მამაკაცია.

 

კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მეოთხე დაშავებულიც.

 

 

big_banner
არქივი