logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ შევახსენე პუტინს, რომ შეგვიძლია მისი და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება
- +

6 აგვისტო. 2022. 15:37

 

 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სოჭში გამართულ შეხვედრაზე მან რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს თურქეთში მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.

 

„სირთულეების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. კიდევ ერთხელ შევახსენე ვლადიმერ პუტინს, რომ შეგვიძლია მისი და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ მხარეები აღებულ ვალდებულებების ერთგულები იქნებიან“, - აცხადებს ერდოღანი.

 

სოჭში გამართულ შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა განცხადება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეები გაააქტიურებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში.

 

 

big_banner
არქივი