„პაკისტანში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN ცნობით, დაზიანებულია დაზიანებულია 46 200 სახლი. სახელისუფლებო სააგენტოებმა და ჯარმა სტიქიით დაზარალებულებისთვის დროებითი ბანაკები გახსნეს, სადაც მათ საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.
სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, მეტი სახსრებია საჭირო და ქვეყანა დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.