logo_geo
ქაბულში აფეთქებას სულ მცირე რვა პირი ემსხვერპლა ოცამდე კი დაშავდა
- +

6 აგვისტო. 2022. 22:23

 

 

ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე რვა პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე უბანში მოხდა, სადაც ძირითადად შიიტი მუსლიმები იკრიბებიან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე პოლიციის და სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

 

აფეთქება ქაბულში პარასკევსაც მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

 

 

big_banner
არქივი