logo_geo
მექსიკაში ორმხრივი სროლისას შეიარაღებული დაჯგუფების 13 წევრი მოკლეს
- +

6 აგვისტო. 2022. 23:36

 

 

მექსიკაში, სან-ლუის-პოტოსის შტატში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები საპოლიციო ღონისძიების დროს სამართალდამცველებს თავს დაესხნენ.

 

მედიის ცნობით, ორმხრივ სროლას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსხვერპლთა შორის 10 კაცი და სამი ქალია.

 

„დაჯგუფების 13 წევრი მოკლულია, კიდევ ორი თავდამსხმელი დაკავებულია“, - აცხადებენ პოლიციაში.

 

სან-ლუის-პოტოსის შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ ოპერაციის დროს ამოღებულია იარაღი, ტაქტიკური აღჭურვილობა და მანქანები. სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტში ორი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანების უკანონო დაკრძალვაში მონაწილეობდნენ.

 

 

big_banner
არქივი