logo_geo
ფრანგმა მეცნიერმა ძეხვის სურათი „ჯეიმს ვების“ გადაღებულ ფოტოდ გაასაღა
- +

7 აგვისტო. 2022. 01:21

 

საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისიის დირექტორმა და მეცნიერების შესახებ რადიოგადაცემის წამყვანმა ძეხვის სურათი ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებულ ფოტოდ გაასაღა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ეტიენ კლაინმა ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა წარწერით: „პროქსიმა ცენტავრას ფოტო, მზესთან უახლოესი ვარსკვლავის, რომელიც ჩვენგან 4,2 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. სურათი ტელესკოპ „ჯეიმს ვებით“ არის გადაღებული. დეტალიზაციის დონე.. ყოველდღე ახალ სამყაროებს ვპოულობთ“, - დაწერა კლაინმა.

 

თუმცა მოგვიანებით მეცნიერს ბოდიშის მოხდა მოუწია, რადგან მისი 92 მილიონი გამომწერიდან ბერა დაიჯერა, რომ ფოტოზე რეალურად ვარსკვლავია.

 

„თავს ვალდებულად ვთვლი დავაზუსტო, რომ ეს ტვიტი უბრალოდ ხუმრობა იყო. მოდით ვისწავლოთ ყველაფერში არ ვენდოთ ავტორიტეტულ შეტყობინებებსა და კაშკაშა გამოსახულებებს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისთვისაც ჩემი ორიგინალობას მოკლებული მისტიფიკაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. უბრალოდ მოგიწოდებთ, ფრთხილად იყავით კადრებთან, რომლებიც, პირველი შეხედვით, გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან“, - დაწერა მეცნიერებმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ თავისი ტვიტით სოციალურ ქსელებში ფეიკების გავრცელების საკითხზე უნდოდა ყურადღების მიქცევა.

 

ტელესკოპი „ჯეიმს ვებ“ NASA-მ ევროპული და კანადურ კოსმოსურ სააგენტოების დახმარებით შექმნა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი დოლარია. ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს, ივლისში, კი მისი მეშვეობით გადაღებულ პირველ ფოტოები გამოქვეყნდა.

 

 

 

big_banner
არქივი