logo_geo
კურტ უოლკერი: უკრაინაში ომი 2023 წლის გაზაფხულსა და ზაფხულშიც გაგრძელდება
- +

7 აგვისტო. 2022. 12:48

 

 

„ზამთარი იქნება ძალიან მძიმე როგორც ევროპისა და უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის, თუმცა წინ კიდევ უფრო მძიმე თვეები იქნება, ვინაიდან გაზაფხულზე ომის ახალი ეტაპი დაიწყება. უკრაინაში ომი 2023 წლის გაზაფხულსა და ზაფხულშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ უკრაინელ ჟურნალისტებს ამერიკელმა დიპლომატმა, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ უოლკერმა განუცხადა.

 

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას. ევროკავშირისთვის ეს ზამთარი ენერგორესურსებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მძიმე იქნება. ისინი ზამთრისთვის ემზადებიან. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე გერმანიის წარმომადგენელს, ენერგომატარებლების ფასი სერიოზულ პრობლემებს ქმნის“, - განაცხადა უოლკერმა.

 

მისივე თქმით, წინ კიდევ უფრო რთული თვეებია, მაგრამ უკრაინამ სერიოზული ძალისხმევა გასწია, რომ ყოფილიყო იქ, სადაც ახლა არის.

 

 

big_banner
არქივი