logo_geo
„ჩინეთის ჰავაიდ“ წოდებულ კურორტზე ამოქმედებული კოვიდშეზღუდვების გამო, ათასობით ტურისტი შინ ვერ ბრუნდება
- +

7 აგვისტო. 2022. 17:23

 

 

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხაინანის პროვინციის ქალაქ სანიაში, სადაც, ერთ დღეში, კოვიდინფიცირების 263 შემთხვევა გამოვლინდა, ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა - ყველა ფრენა და სარკინიგზო რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

როგორც ბრიტანული მაუწყებელი იტყობინება, 8 ,000-ზე მეტი ტურისტი ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებს. მათ მოუწევთ, 7 დღის განმავლობაში, PCR-ტესტის 5 უარყოფითი პასუხი წარადგინონ, რათა ქალაქის დატოვების უფლება მისცენ.

 

ქალაქში, რომელსაც „ჩინეთის ჰავაის“ უწოდებენ, სუპერმარკეტები და აფთიაქები არ დაუხურავთ, მაგრამ გასართობი ადგილები აღარ ფუნქციონირებს.

 

 

big_banner
არქივი