logo_geo
ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა
- +

7 აგვისტო. 2022. 18:34

 

 

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

 

ამ გადაწყვეტილების მიზეზი 5 აგვისტოს რუსეთიდან 14 ბულგარელი დიპლომატის გაძევება გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ნაბიჯი ბულგარეთის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილების მიმართ „საპასუხო ზომებია“.

 

შეგახსენებთ, 28 ივნისს ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 დიპლომატი და ტექნიკური პერსონალი ქვეყნიდან გააძევა.

 

ცნობისთვის, მანამდე რუსებისთვის ვიზების გაცემა ლატვიამ და ესტონეთმაც შეაჩერეს.

 

 

big_banner
არქივი