logo_geo
ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი უკრაინაში ჩავიდა
- +

7 აგვისტო. 2022. 23:41

 

 

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა, - ინფორმაციას ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

 

„ჩვენთვის, ცნობილი ადამიანების ასეთი ვიზიტები უაღრესად ღირებულია. ამის წყალობით, მსოფლიო უფრო მეტს მოისმენს და გაიგებს იმის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მადლობა მხარდაჭერისთვის ჯესიკა ჩესტეინს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

უკრიანული მედიის ცნობით, მსახიობმა კიევში ბავშვთა საავადმყოფოც მოინახულა.

 

 

big_banner
არქივი