logo_geo
გუბერნატორი: რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულებ
- +

8 აგვისტო. 2022. 13:01

 

 

„გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა დამპყრობლები ხარკოვის ოლქი დაბომბეს, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაჭრილები და დაღუპულები“, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ იუწყება.

 

„თავდაცვის შტაბმა ღამით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან რაკეტის 5-ზე მეტი გაშვება დააფიქსირა. წინასწარი ინფორმაციით, С-300 ტიპის რაკეტების. ზოგიერთი მათგანი მანამდე აფეთქდა, ვიდრე დანიშნულების ადგილს მიაღწევდა. თავდასხმის შედეგად 72 წლის ქალი გარდაიცვალა. დღის განმავლობაში ჩუგუევშჩინაც დაბომბეს. ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლების სახურავებს და სამოქალაქო პირების კუთვნილ სხვა შენობებს", - განაცხადა სინეგუბოვმა.

 

მისი თქმით, დღის განმავლობაში, რუსებმა არტილერიით დაბომბეს ბოგოდუხოვსკის, იზიუმსკის, ხარკოვის, ჩუგუევსკის ტერიტორიები.

 

„72 წლის ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხარკოვის ოლქში დამპყრობლების დაბომბვის გამო რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ჩერკასი ტიშკის დაბომბვის შედეგად, 62 წლის ქალი დაიღუპა. ჰოსპიტალიზებულია კიდევ ორი ადამიანი: 84 წლის ქალი და 62 წლის მამაკაცი“, - განაცხადა ხარკოვის გუბერნატორმა

 

 

 

 

big_banner
არქივი