logo_geo
Financial Times: ევროკავშირს რუსეთთან თანამშრომლობის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს
- +

8 აგვისტო. 2022. 20:16

 

 

ევროკავშირი აგრესორ ქვეყანასთან თანამშრომლობის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.

 

Financial Times-ის ბრიტანული გამოცემის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებით ენერგეტიკის, ფინანსებისა და ვაჭრობის სფეროში.

 

ევროკავშირში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა, გამოცემის წყაროების მიხედვით, მათ უკვე გადაწყვიტეს, როგორ „დასაჯონ“ ანკარა ამის გამო - ზეწოლა მოახდინონ დასავლურ კომპანიებსა და ბანკებზე, დატოვონ თურქული ბაზარი.

 

 

big_banner
არქივი