logo_geo
გიტანას ნაუსედა: ყველა მზად ვართ უკრაინის ხელახლა აშენება უზრუნველვყოთ, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს
- +

8 აგვისტო. 2022. 21:05

 

 

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ომი ხანმოკლე იქნება. უკრაინას აქვს პროგრესი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით სამხრეთით, მაგრამ ამავე დროს რუსეთიდან ზეწოლაა აღმოსავლეთით, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, დასავლეთის ეფექტიანი დახმარების გარეშე, უკრაინა ომს ვერ მოიგებს.

 

„ეს ცხადია და დახმარებაში პირველ რიგში იარაღით მომარაგება იგულისხმება. ასევე სანქციები, უკრაინის აღმშენებლობაში ხელშეწყობა. ყველა მზად ვართ უკრაინის ხელახლა აშენება უზრუნველვყოთ, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს. სამწუხაროდ, იარაღზე გადაწყვეტილებები ძალიან დაგვიანებულია, ძალიან ნელა მიმდინარეობს პროცესი და ამ დრომდე დახმარება საკმარისი არ არის. მე რამდენჯერმე ვიმყოფებოდი უკრაინაში. ჩემი ვიზიტი იყო სოლიდარობის დადასტურება. სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ მორალურად გვერდში დგომა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. მე პრეზიდენტ ზელენსკის გადავეცი ლიეტუვას უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენი. ყველაფერი ძალიან ემოციური იყო. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ზელენსკიმ მეც მთხოვა, რასაც ყველა ლიდერს სთხოვს - პოლიტიკურ და სამხედრო დახმარება. ლიეტუვამ, თავის შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინას უკვე გადასცა სამხედრო მარაგები. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციასაც. ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება უკრაინის ხელისუფლების და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აცხადებს გიტანას ნაუსედა.

 

 

 

big_banner
არქივი