logo_geo
თეთრი სახლის წარმომადგენელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმებს სწორედ რუსული მხარე ახორციელებდა - აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი სახის აქტივობა ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს
- +

8 აგვისტო. 2022. 22:25

 

 

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმებს სწორედ რუსული მხარე ახორციელებდა, მიუხედავად მათი პროპაგანდისა, რომ ამას უკრაინა აკეთებდა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ნებისმიერი სახის აქტივობა ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა მედიასთან განაცხადა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

 

„აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო და ეროვნული სამმართველო ბირთვული საფრთხის საკითხებში, აცხადებენ, რომ რადიაციული კონტროლის ცენტრი აგრძელებს მონაცემების გაზიარებას და საბედნიეროდ, არ გვაქვს რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები“,- განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.

 

კარინ ჟან-პიერ-ის თქმით, საბრძოლო მოქმედებების წარმოება ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს, უკიდურესად სახიფათოა.

 

„ჩვენ ვაგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, შეწყვიტოს ყველა საბრძოლო ოპერაცია უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს და მათზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნონ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

 

 

big_banner
არქივი