logo_geo
ნორვეგიაში პოლარული დათვი 40 წლამდე ქალს თავს დაესხა
- +

8 აგვისტო. 2022. 23:18

 

 

ნორვეგიის შორეულ არქტიკულ სვალბარდის კუნძულებზე პოლარული დათვი თავს დაესხა ბანაკს, რის შედეგადაც დაშავდა ფრანგი ტურისტი. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მოგვიანებით დათვი მოკლეს.

 

ქალი 25 კაციანი ტურისტული ჯგუფის წევრი იყო. ისინი დაბანაკებული იყვნენ სვეასლეტაში, სვალბარდის არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში.

 

„ფრანგ ქალს ხელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ესროლეს პოლარულ დათვს, რომელიც შეშინებული იყო“, - განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა.

 

 

big_banner
არქივი