logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ მათ ქვეყანაში შესვლა
- +

9 აგვისტო. 2022. 00:01

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

უკრაინის ლიდერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, იმიტომ რომ რუსები სხვის მიწებს იტაცებენ.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებმა თავის სამყაროში უნდა იცხოვრონ, სანამ თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან.

 

„ყველა რუსი უნდა წავიდეს რუსეთში, მაშინ გაიგებენ.. ისინი ამბობენ: „ამ ომს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთელი მოსახლეობა არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს, ასე არაა?“ არაა!- მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და არ იბრძვის მის წინააღმდეგ, არ ეკამათება, არ უყვირის მას. თქვენ ეუბნებით მთელს მსოფლიოს, რომ მან უნდა იცხოვროს თქვენი წესებით, ხოდა მიბრძანდით და იცხოვრეთ იქ. ეს პუტინზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი