logo_geo
უკრაინის პარლამენტის სპიკერი: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა
- +

9 აგვისტო. 2022. 00:18

 

 

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

 

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა. მაშინ მსოფლიო გონს არ მოვიდა. რუსეთმა დაუსჯელობა იგრძნო და გაიაზრა, რომ ასე მოქცევა შესაძლებელია. 2014 წელს მსოფლიომ დაინახა „მწვანე კაცუნები“. მსოფლიომ ესდაგმო, თუმცა „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა. რუსეთმა გაბედა. 2022 წლის თებერვალში კი უკრაინაში სრულმასშტაბური ომი დაიწყო. რუსეთი აწარმოებს ყველაზე სასტიკ ომს. ახლა კი მსოფლიოს უჩვენებს, რომ შესაძლებელია უკრაინის ქალაქების რაკეტებით დაბომბვა. ძალიან მსურს, რომ მსოფლიომ საბოლოოდ და შეუქცევადად გააცნობიეროს: ჩვენი ქვეყანა ებრძვის მონსტრს! უკრაინა იბრძვის არა მარტო თავისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის! იბრძვის ბოროტების ლაშქართან, ველურ ბარბაროსებთან! ამიტომ 2008 წელს მსოფლიოს მტკიცე განწყობა უნდა გამოეჩინა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა. დღეს კი აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომის ეპიდემია გაგრძელდება. არ დაგავიწყდეთ! არ აპატიოთ! არ დაიღალოთ!“ - აღნიშნა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა.

 

 

big_banner
არქივი