logo_geo
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
- +

9 აგვისტო. 2022. 10:02

 

 

მკვლელობის მცდელობა საბერძნეთში - 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რის გამოც ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება რთულია და შესაძლოა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი