logo_geo
რუსი ჟურნალისტი, რომელიც რუსულ ტელეეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, კვლავ დააჯარიმეს
- +

9 აგვისტო. 2022. 13:17

 

 

რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა კვლავ დააჯარიმეს. მას ბრალი რუსი სამხედროების „დისკრედიტაციისთვის“ წაუყენეს, მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ჯარიმად 40 000 რუბლი დააკისრეს, - ამის შესახებ Euronews ოვსიანიკოვას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

 

ჟურნალისტი აცხადებს, რომ მის მიმართ ნებისმიერი ბრალდება აბსურდული და მიუღებელია. ამასთან, ოვსიანიკოვა სასამართლოს გადაწყვეტილებას ირონიულად პასუხობს:

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ [Facebook-პოსტში] ვერ მოვახერხე „რუსული სამყაროს“ სრული სიდიადის გადმოცემა. ვერ შევძელი, გამომეხატა პუტინის მიმართ მადლიერება 30 მილიონი რუსის სახელით, რომლებიც ცხოვრობენ 21-ე საუკუნეში, კანალიზაციისა და თბილი ტუალეტის გარეშე. ვაღიარებ, რომ რუსეთში ტუალეტების არქონაში დამნაშავეები არიან ამერიკა, მზაკვარი ანგლო-საქსები და უკრაინელები. სწორედ მათ გამო სვამს რუსი ხალხი, მათ გამო დეგრადირდება და უკიდურესად ღარიბდება. სწორედ ისინი არიან დამნაშავეები იმაში, რომ რუსეთის ღარიბი რეგიონებიდან ჩამოსული კაცებისთვის ფულის შოვნის ერთადერთი გზა ომი იყო“.

 

ჟურნალისტს მარტში ბრალი „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების“ ორგანიზებისთვის წაუყენეს და 30 000 რუბლით დააჯარიმეს. ამის შემდეგ კი, დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის ღია მხარდაჭერისთვის, 50 000 რუბლით დაჯარიმდა.

 

„სასამართლოებში ისე დავდივარ, როგორც სამსახურში“, - ამბობს ქალი.

 

 

big_banner
არქივი