logo_geo
მიხაილო პოდოლიაკი: ზელენსკი G20-ის სამიტზე წავა, თუ პუტინი იქ იქნება
- +

9 აგვისტო. 2022. 15:12

 

 

„უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიაში G20-ის შემოდგომის სამიტს, თუ მას ვლადიმირ პუტინიც დაესწრება“, - ამის შესახებ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს და სამიტებში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღოს, თუმცა, თუ პუტინი სამიტზე ჩავა, უკრაინის დელეგაციას მოუწევს განიხილოს ზელენსკის ინდონეზიაში წასვლის აუცილებლობა.

 

„პუტინის მიწვევა და დასწრება ნებისმიერ სამიტზე, ნიშნავს, რომ ორგანიზატორები აკანონებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სხვა სახელმწიფოს“, - აცხადებს პოდოლიაკი.

 

 

big_banner
არქივი