პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.
35 წლის ზურაბ ქვარცხავა საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის პრობლემები იყო.
ქართველი ემიგრანტის ცხედარს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.