logo_geo
რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის ავიაბაზაზე საბრძოლო მასალა აფეთქდა და ეს თავდასხმა არ იყო
- +

9 აგვისტო. 2022. 19:03

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაბაზაზე საბრძოლო მასალა აფეთქდა და ეს უკრაინელების მხრიდან თავდასხმა არ ყოფილა.

 

„აფეთქებისას სამხედრო ტექნიკა არ დაზიანებულა და არავინ დაღუპულა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

ცნობისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, ყირიმში მინიმუმ სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო რუსული ავიაბაზის მხრიდან კვამლი ჩანს. აეროდრომის ქალაქ ევპატორიიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს.

 

გამოცემა „Mash“ იუწყება, რომ მოსახლეობამ 6-7 აფეთქების ხმა გაიგეს. ადგილობრივების ცნობით, მათ დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა დაინახეს.

 

ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა დაადასტურა, რომ ნოვოფიოდოროვკასთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

 

 

big_banner
არქივი