logo_geo
პოლონეთის მმართველი პარტიის გენმდივანი: თუ ევროკომისია ჩვენზე ზეწოლას შეეცდება, მაშინ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ამოვიღოთ ჩვენს არსენალში არსებული ყველა ქვემეხი და ძლიერი ცეცხლით ვუპასუხოთ
- +

9 აგვისტო. 2022. 19:37

 

 

პოლონეთის მმართველი პარტია ევროკომისიას შედეგების დადგომის შესახებ აფრთხილებს, თუ ბრიუსელი ვარშავას სტიმულირების ფონდზე წვდომას შეუზღუდავს, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის შედეგად ეკონომიკის აღდგენას.

 

„თუკი გადახდის დაბლოკვის მცდელობა იქნება და ევროკომისია შეეცდება ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს, მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ამოვიღოთ ჩვენს არსენალში არსებული ყველა ქვემეხი და ძლიერი ცეცხლით ვუპასუხოთ“, - განაცხადა პოლონეთის მმართველი „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კშიშტოფ სობოლევსკიმ.

 

ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს მოუწოდებს, გააუმჯობესონ სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა და ასევე ზომები მიიღონ მექრთამეობის წინააღმდეგ.

 

ევროკავშირში აცხადებენ, რომ პოლონეთისა და უნგრთისთვის მილიარდობით ევროს ოდენობის დახმარების განბლოკვა აღნიშნული პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

 

ევროკომისია უნგრეთს წვდომას უზღუდავს 15.5 მილიარდი ევროს ოდენობის სტიმულირების ფონდზე, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის შედეგად ეკონომიკის აღდგენას, ხოლო პოლონეთს კი წვდომა 36 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე ეზღუდება.

 

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ პოლონეთის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება კვლავ რჩება.

 

 

big_banner
არქივი