logo_geo
ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
- +

9 აგვისტო. 2022. 19:38

 

 

ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

 

იქამდე რუსეთის თავდაცვის უწყება, აცხადებდა, რომ აფეთქების შედეგად, რომელიც საბრძოლო მასალების დეტონაციამ გამოიწვია, არავინ დაშავებულა.

 

როგორც ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ჯერ ადრეა მსხვერპლზე საუბარი, მისი თქმით, ადგილზე სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

 

„სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მედიკოსები ადგილზე მუშაობენ, ისინი საკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილები. ძალიან ადრეა მსხვერპლის შესახებ საუბარი. სამოქალაქო პირებიდან სამედიცინო დახმარებისთვის ჯერ არავის მიუმართავს“, - განაცხადა სერგეი ოქსიონოვმა.

 

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

 

 

big_banner
არქივი