logo_geo
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში აფეთქებაზე: ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა სახელმწიფომ საინფორმაციო ომში შეიძლება გამოიყენოს
- +

9 აგვისტო. 2022. 23:53

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას ეხმაურება.

 

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია ხანძრის მიზეზის დადგენა, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას. ხანძრის ფაქტი ტერორისტული ქვეყნის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ რომ ოკუპანტები „შემთხვევით“ იპოვიან რაიმე დამახასიათებელ „შევრონს“, „სავიზიტო ბარათს“ ან „დნმ-ს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

უწყება უკრაინელებს ურჩევს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და სჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების.

 

დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა.

 

 

big_banner
არქივი