logo_geo
ყირიმის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების უკან უკრაინული ძალები დგანან - New York Times
- +

9 აგვისტო. 2022. 23:53

 

 

The New York Times ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შესახებ წერს.

 

გამოცემა ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის უკან უკრაინელი ძალები დგანან.

 

„უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც იცის სიტუაცია, თქვა, რომ თავდასხმის უკან უკრაინული ძალები იდგნენ. ეს იყო საჰაერო ბაზა, საიდანაც თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავდნენ  ჩვენი ძალების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - იტყობინება გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

 

ამავე ინფორმაციით, ოფიციალურმა პირმა არ გაამჟღავნა იარაღის ტიპი, რომელიც აფეთქების დროს იქნა გამოყენებული.

 

The New York Times აღნიშნავს, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე იარაღი, რომელსაც შეუძლია ნახევარკუნძულამდე მიაღწიოს.

 

ცნობისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, ყირიმში მინიმუმ სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო რუსული ავიაბაზის მხრიდან კვამლი ჩანს. აეროდრომის ქალაქ ევპატორიიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს.

 

გამოცემა Mash იუწყება, რომ მოსახლეობამ 6-7 აფეთქების ხმა გაიგეს. ადგილობრივების ცნობით, მათ დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა დაინახეს.

 

ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა დაადასტურა, რომ ნოვოფიოდოროვკასთან  რამდენიმე აფეთქება მოხდა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

 

 

big_banner
არქივი