logo_geo
„მაიმუნის ყვავილის“ შიშის გამო ბრაზილიაში მაიმუნები დახოცეს
- +

10 აგვისტო. 2022. 15:34

 

 

„მაიმუნის ყვავილის“ შიშის გამო ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ათი მაიმუნი მოწამლეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესმდივანმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, სან-პაულუს გარდა, მსგავსი ფაქტები ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. ჯანმო-ს წარმომადგენელმა მომხდართან დაკავშირებით სინანული გამოთქვა.

 

როგორც ჰარისმა განაცხადა, მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და ამაში ცხოველების დადანაშაულება არასწორია. „ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესხმოდეს თავს ცხოველებს“ - განაცხადა მან.

 

ჯანმო-ს ინფორმაციით, ბრაზილიაში „მაიმუნის ყვავილის“ 1700 შემთხვევა დაფიქსირდა. ივლისის დასაწყისში „მაიმუნის ყვავილისგან“ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილს ლიმფომა და დაქვეითებული იმუნიტეტი ჰქონდა.

 

2022 წლის მაისიდან მსოფლიოს 90 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 29 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ივლისში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილს“ „გლობალური საგანგებო სიტუაციის“ სტატუსი მიანიჭა.

 

 

big_banner
არქივი