logo_geo
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე აგვისტოს ბოლოს იმსჯელებს
- +

10 აგვისტო. 2022. 17:25

 

 

ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. ეს შეიძლება, ამ თვის ბოლოს მოხდეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.

 

მისივე თქმით, ევროკავშირის მინისტრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას პრაღაში აგვისტოს ბოლოს გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. თუმცა, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმებას, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ.

 

„ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი ერთობლივად დათანხმდება რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტას, მაგრამ როგორც ევროკავშირის ბევრი სანქციების შემთხვევაში, წელს „ყველაფერი შესაძლებელია“. განიხილება ევროკავშირის მინისტრთა შეხვედრაზე პრაღაში თვის ბოლოს“, - წერს იოზვიაკი.

 

 

big_banner
არქივი